სიახლეები

აღმასკომის სხდომა სფფ-ში

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

3 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.განხილვის მთავარი თემა 25-ე რიგგარეშე ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოები იყო, აღმასკომის გადაწყვეტილებით ამავე თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა, სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება. დღეს, აღმასკომის სხდომაზე გია ფირცხალავას ვიცე პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება შეუჩერდა. სფფ-ის წესდების მიხედვით ვიცე პრეზიდენტს აღნიშული უფლებამოსილება აღმასრულებელი კომიტეტისგან ჰქონდა მინიჭებული,რომელმაც დღეს ფირცხალავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.”აღმასულებელი კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი გია ფირცხალავასთვის უფლებამოსილების შეჩერება იყო. აღმასკომის ერთიანი გადაწყვეტილებით, დღეიდან იგი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აღარ იქნება. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების შემდეგ, ფირცხალავა სამსახურში არ გამოცხადებულა, შესაბამისად ის ჩართული არ არის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებში.” – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.აღმასკომის სხდომის წევრებს საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახაბერ ებრალიძემ, რომელმაც დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.”აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გია ფირცხალავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, კახა ებრალიძის საკითხიც განვიხილეთ. მან აღმასკომის წევრებს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო. დღეიდან იგი გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება.“ - განაცხადა დავით მუჯირმა.სფფ-ის რიგგარეშე ყრილობის ჩატარების თარიღი უცვლელია, ყრილობა 18 ნოემბერს შედგება.

სფფ-ის პრესსამსახური