სიახლეები

ქალები ქალებისთვის

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

უეფა–ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენს–სალაზარ ჰევიტი და უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ემილი შოუ, დღესვე საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. პრისილა იანსენმა კმაყოფილება გამოთქვა იმ გარემოებით, რომ მისი წინანდელი ვიზიტის შემდეგ ქალთა ფეხბურთში მცირედი, მაგრამ ცვლილებები შეიმჩნევა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „ევრო 2017“–ის ბოლო შეხვედრებში და ამ თამაშებისთვის მოსამზადებელი პერიოდში ახალი, „ჟომას“ ეკიპირებით წარსდგა საზოგადოების  წინაშე. 

 „ახალ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან საკმაოდ საქიანი და საინტერესო შეხვედრა გქვონდა. მიხარია, რომ მდგომარეობამ ოდნავ დაიწყო გამოსწორება. ამაზე ნაკრებისთვის ქალის ხაზის სპორტული ეკიპირებით აღჭურვაც მოქმედებს. ეს არის დიდი ნაბიჯი, ქალთა გუნდისთვის, რომ მათ თავდაჯერება მოემატოთ. საჭიროა გააგრძელოთ სკოლბურთის  მიმართულებითაც მუშაობა. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი და პირველრიგში მშობელთა განათლებაზე ორიენტირებულები, რომ მათ გოგონების საფეხბურთო სექციებში გამოშვება არ მოერიდოთ. ქალი ფეხბურთელების მზადება საბავშვო ასაკიდან უნდა გახდეს აუცილებელი“, – აღნიშნა პრისილა იანსენმა.

საჭიროა დისციპლინა, თუნდაც ის, რომ უკვე მწვერთნელებმა გააკონტროლონ, გუნდის იმიჯი ვარჯიშისა და თამაშის დროს. გუნდი უბრალო ვარჯიშის დროსაც კი ერთნაირი, სანაკრებო ფორმით უნდა იყოს შემოსილი. საჭიროა, თქვენი ფედერაცია უფრო აქტიურად ჩაერთოს უეფასა და ფიფას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტებში. რაც ქალთა ფეხბურთს თქვენს ქვეყანაშიც უფრო ცნობადს გახდის. ასევე, არ იქნება ურიგო, თუ მამაკაცთა გუნდები რაღაც დონეზე ქალი ფეხბურთელებისთვის კარს გახსნიან. კარგი იქნება, თუკი მომავალში, სფფ–ს აღმასკომის წევრთა შორის ქალთა ფეხბურთის ინტერესების გამტარებელი იქნება“, – აღნიშნა ემილი შოუმ.

თავის მხრივ, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან უეფას ყველა რეკომენდაცია შეასრულონ. ამავდროულად, ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში აქტიურად დაიწყეს მუშაობა ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დებულებაზე და ეს, არც თუ შორეული მომავლის საკითხია.

სფფ–ის პრესსამსახური