სიახლეები

უეფას წარმომადგენლები საქართველოში ქალთა ფეხბურთით დაინტერესდნენ

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

უეფა–ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენს–სალაზარ ჰევიტი კვლავ თბილისშია.  უეფას წარმომადგენელი საქართველოში ამჯერად ემილი შოუსთან, უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერთან ერთად ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახალი, საპილოტე პროგრამის განხორციელებას შეუდგება, რომლის მიზანიც საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებაა. 

ახალი პროექტის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების დასაგეგმად სტუმრები უეფადან  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს დავით მუჯირს შეხვდენენ.

„ჩემი დამოკიდებულება ქალთა ფეხბურთის მიმართ ცნობილია. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებას. უეფასთან ერთად იგეგმება სპეციალური პროექტი. ამას გარდა, მიგვაჩნია, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დაწყბაც“, აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

თბილისში, უეფა–ს ქალთა მიმართულების წარმომადგენლები კიდევ 2 დღე დარჩებიან. 

სფფ –ის პრესსამსახური