სიახლეები

სფფ-ის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტრუქტურული ცვლილებების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც გულისხმობს სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში გარკვეული სიახლეების დანერგვას. ცვლილებები უკვე განხორციელდა სფფ-ის მედია დეპარტამენტში. ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ჩვენი თამაში“ და ყოველთვიური საფეხბურთო ჟურნალი „Number One” ნოემბრის თვიდან აღარ გამოვა. 2016 წლის იანვრიდან ფეხბურთის ფედერაციის მედია დეპარტამენტი ბეჭდური მიმართულებით სხვადასხვა სიახლეს შემოგთავაზებთ, რომელიც ძირითად ორიენტირებული იქნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაზე და მის განვითარებაზე.გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ და ვუსურვოთ წარმატებები თითოეულ ჟურნალისტს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გამოცემებში მუშაობდა. ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს მკითხველს. 2016 წლიდან სფფ-ის ბეჭდური პროექტი მკითხველს ახალი ფორმატით დაუბრუნდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია