სიახლეები

მედია-აკრედიტაციები ასაკობრივი ნაკრებების ნოემბრის მატჩებზე

გაუზიარე

დღეიდან, 2 ნოემბრიდან, ცხადდება მედიის სააკრედიტაციო განაცხადების მიღება 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა (12-14-17 ნოემბერი) და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე - საქართველო vs შვედეთი (17 ნოემბერი, გორი) დასასწრებად.
განაცხადები ტრადიციულად უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - [email protected]
19-წლამდელთა ტურნირის განაცხადების მიღება დასრულდება 10 ნოემბერს. 
21-წლამდელთა მატჩის განაცხადების მიღება დასრულდება 13 ნოემბერს.

გისურვებთ წარმატებებს!

სფფ-ის პრესსამსახური