2 ნოემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს უმასპინძლებს. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ : 1. ფეხბურთის ფედერაციაში დღეს არსებული სიტუაციის შეფასება და მიმდინარე პროცესები ; 2. პრობლემები, ანალიზი და გადაწყვეტის გზები ; 3. 2016-2019 წლებისთვის ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები. საუბარი ასევე შეეხება ფინანსურ პოლიტიკას, ბავშვთა ფეხბურთს, საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ეროვნულ ჩემპიონატს და ფედერაციაში გასატარებელ სტრუქტურულ ცვლილებებს.
სფფ-ის პრესსამსახური
სფფ
გაუზიარე