სიახლეები

17-წლამდელები ელიტ რაუნდში გავიდნენ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. ბოლო ტურში ჩვენი ბიჭები მასპინძელ უნგრეთს დაუპისპირდნენ. იმ შემთხვევაში თუ სლოვაკეთი რუმინეთთან არ დამარცხდებოდა ჩვენ ფრის შემთხვევაშიც გავდიოდით შემდეგ ეტაპზე. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა, ჯგუფის მეორე შეხვედრაში სლოვაკებმა ფრედ 1-1 ითამაშეს, გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდებმა კი, ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით სასურველ ფრეს მიაღწიეს. ქართველთა მხრიდან თავი ქავთარაძემ და ოზბეთელაშვილმა გამოიჩინეს, ამ უკანასკნელმა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა 82-ე წუთზე მოახერხა. შესაბამისად საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის მსაგვსად 4 ქულა დააგროვა და ელიტ რაუნდში თამაშის უფლება ბურთების უკეთესი სხვაობის გამო მოიპოვა.

საქართველო - უნგრეთი 2-2

ფელკუსტი, უნგრეთი, პანჩო არენა

საქართველო : გუგეშაშვილი ; ვირუბოვი ; ასათიანი (კ) ; კაფიანიძე ; ხარაბაძე (80’ ოზბეთელაშვილი) ; კუცია ; ნინუა ; ჩაკვეტაძე ; ქავთარაძე ; ნიკოლეიშვილი (53’ ქიმერიძე) ; სპანდერაშვული

მთ. მწვრთნელი : გოჩა ავსაჯანიშვილი

უნგრეთი : ბეშე ; დეუჩი ; ვირაგი (კ) ; შტოიაცოვიცი ; პალინჩარი ; ლაკატოში (61’ ნემეცი) ; გაიდა ; კიში ; პროშლერი ; ტიმარი ; კუნდრაკი

მთ. მწვრთნელი : ზოლტან სილეში

მსაჯები : ხარალამბოს კალოგეროპულოსი ; ხრისტოს ბალტასი ; (ორივე საბერძნეთი) კრიასტიან ბრიქსენი ; ანდრეს პოულსენი (ორივე დანია) (სათადარიგო)

გაფრთხილება : 19’ ლაკატოსი ; 24’ ასათიანი ; 42’ ნიკოლეიშვილი ; 68’ კიში ; 76’ ვირუბოვი

გოლები : 21’ ქავთარაძე ; 22’ ტიმარი ; 44’ ვირაგი ; 80+2’ ოზბეთელაშვილი

სფფ-ის პრესსამსახური