საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამჯერად ჩვენი გოგონები შვეიცარიას ესტუმრნენ და ადგილობრივ ნაკრებთან ანგარიშით 4-0 დამარცხდნენ. ანგარიში მე-9 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ნათია სხირტლაძემ ჩაჭრა. დანარჩენი სამი გოლი მასპინძლებმა თავად გაიტანეს, 34-ე, 50-ე და 74- წუთებზე ნადირაშვილის კარი აღება ცრნოგორჯევიჩვმა, დიკერმანმა და ჰუმმმა მოახერხეს.
შვეიცარია - საქართველო 4-0
ბიელი, შვეიცარია, "ტისოტ არენა"
შვეიცარია : მიშელი ; ტერხოუნი (72' ბურკი) ; რინასტი ; მოსერი ; ველთი ; ბახმანი ; დიკერმანი ; ცრნოგორჯევიჩი ; კივიცი (46' ზენდერი) ; აბე (კ) ; აიგბოგუნი (60' ჰუმმი)
მთ. მწვრთნელი : მარტინა ვოსს-ტეკელენბურგი
საქართველო : ნადირაშვილი ; პასიკაშვილი (კ) ; კოჭლამაზაშვილი ; თოდაძე ; ჭიჭინაძე ; ჭყონია ; ჩემინავა (90' კვალიაშვილი) ; ტატუაშვილი ; სხირტლაძე (76' დუმბაძე) ; სუთიძე ; დანელია (67' ზაქაიძე)
მთ. მწვრთნელი : თამაზ კოსტავა
მსაჯები : სოფია კარაგიორგი ; ნიკი კარაგიორგი ; დორა მირიანტეა (სამივე კვიპროსი) ; ანნე გაბელონი (შვეიცარია)
გაფრთხილება : 6', 78' ჭყონია ; 41' ნადირაშვილი
გაძევება : 78' ჭყონია
გოლები : 9' სხირტლაძე (ა.გ) ; 34' ცრნოგორჯევიჩი ; 50' დიკერმანი ; 74' ჰუმმი
ფოტო : www.football.ch
სფფ-ის პრესსამსახური
ქალთა ნაკრები
გაუზიარე