სიახლეები

სავიზო პრობლემის გამო ქალთა ნაკრებს ორი მოთამაშე დააკლდა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

დღეს, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები შვეიცარიაში, ქალაქ ბიელში  შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ „ევრო 2017“-ის შესარჩევ შეხვედრას მართავს. თამაში თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

ქართველი ქალები შვეიცარიაში  შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრნენ. ტრამვის გამო შეხვედრას ტოვებს გულნარა (კესო) გაბელია, ხოლო, ჩეხებთან მიღებული წითელი ბარათის გამო მეორე შეხვედრას ტოვებს გუნდის კაპიტანი ტატა მატვეევა.

დღევანდელ თამაშში ნაკრების შემადგენლობაში კვლავ ითამაშებენ  ცენტრალური მცველი თამარ ტატუაშვილი და თავმდამსხმელი ხატია ჭყონია, რომლებმაც 24 ოქტომბერს, თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული თამაში 2-2 ყვითელი ბარათის გამო გამოტოვეს.

დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მორიგ მატჩს გამართავს სტუმრად შვეიცარიასთან. სამწუხაროდ, სავიზო პრობლემების გამო გუნდს შუა გზიდან გამოაკლდნენ თეონა სუხიშვილი და ნინო ჩხარტიშვილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაინტერესებულია ამ პრობლემის დეტალებით და საქმისადმი გულგრილობის დადასტურების შემთხვევაში მიიღებს მკაცრ ზომებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი გაუგებრობები“,-განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის  პრესსამსახური