სიახლეები

თბილისური დერბი ლოკომოტივმა მოიგო [ვიდეო]

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

გუშინ "მიხელ მესხზე" ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ლოკომოტივი და საბურთალო დაუპირისპირდნენ. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული და რაც მთვარია უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მე-15 წუთზე ლოკომოტივმა გახსნა, დავით უბილავამ მეკარის შეცდმოით ისარგებლა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. რკინიგზელები ამაზე არ გაჩერდნენ, 28-ე და 49' წუთებზე ართმელაძისა და ბენაშვილი გოლებით სხვაობა სამამდე გაზარდეს, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს, მაგრამ საბურთალოელები ასე არ ფიქრობდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ბრძოლამ შედეგი 57-ე წუთზე გამოიღო, ულამაზესი შორეული დარტყმით ალთუნაშვილმა სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. მატჩის მიწურულის კი, 79-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა ლოკომოტიველთა კარში მეორე გოლის გატანაც მოახერხა. ბოლო წუთებში საბურთალომ ბევრი უტია, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხა და შეხვედრა "ლოკომოტივის" სასარგებლოდ დასრულდა. 

ლოკომოტივი - საბურთალო 3-2

თბილისი, "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი : კუპატაძე ; ხიდეშელი ; გეთიაშვილი ; ჩიტეიშვილი ; ბენაშვილი ; სულთანიშვილი ; უბილავა ; ართმელაძე (67' კიკნაძე) ; ქიქვა ; ჩიხლაძე (59' არველაძე, 74' თექთურმანიძე) ; ქანთარია

მთ. მწვრთნელი : ჟერარდ სარაგოსა

საბურთალო : ქურდაძე ; მარგველაშვილი ; ჩაბრძაძე ; ლაკვეხელიანი ; ხარაიშვილი ; ხორხელი (67' რუხაძე) ; მამუჩაშვილი ; ბიძინაშვილი (40' ფანცულაია) ; გვარაძე (40' გოშთელიანი) ; ალთუნაშვილი ; საბანაძე 

მთ. მწვრთნელი : გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯები : დ. სანოძე ; გ. ელიკაშვილი ; ი. კაკაბაძე ; ბ. ნინუა (სათადარიგო)

გაფრთხილება : 35' ხარაიშვილი (საბურთალო) ; 42' ქიქავა (ლოკომოტივი) ; 81' ბენაშვილი ; 83' კუპატაძე ; 88' თექთურმანიძე (სამივე ლოკომოტივი) ; 90' მამუჩაშვილი (საბურთალო)

გოლები : 15' უბილვა ; 29' ართმელაძე ; 49' ბენაშვილი (სამივე ლოკომოტივი) ; 57' ალთუნაშვილი ; 79' გოშთელიანი (ორივე საბურთალო)



ფოტო/ვიდეო : ლაშა კუპრაშვილი, www.fcsaburtalo.ge

სფფ-ის პრესსამსახური