სიახლეები

ფუტსალი - ფრე მოლდოვასთან [ვიდეო]

ფუტსალი
გაუზიარე

25 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე დასკვნითი შეხვედრა გამართა. ჩვენი ბიჭები მოლდოვას დაუპირისპირდნენ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უპირობო გამარჯვება გვჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით და შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. მოლდოველთა მხრიდან თავი ჰილოტმა და ტაკოტმა გამოიჩინეს, ჯვაროსნებმა კი, კაკაბაძისა და ტიკურიშვილის გოლებით უპასუხეს. საბოლოო ჯამში, ლევან გრიგოლიას შეგირდებმა 7 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.

საქართველო - მოლდოვა 2-2

კიშინიოვი, მოლდოვა, ფუტსალ არენა

საქართველო : ბუკია (კ) ; ჭანუყვაძე ; კაკაბაძე ; თოდუა ; კობაიძე

სათადარიგო : ჯამბურია ; ნიკვაშვილი ; თოფურია ; სიგუნავა ; ლუკავა ; ტიკურიშვილი ; მაისაია ; ჯვარაშვილი

მთ. მწვრთნელი : ლევან გრიგოლია

მოლდოვა : ჩიტოროაგა ; ბურდუჟელი ; ლაშკუ ; ობადა ; ტაკოტი

სათადარიგო : კრივოი ; მუნტეანუ ; ნიკოლაიჩუკი ; ტიმბალისტი ; პოდლესნოვი ; ნეგარა ; ჰილოტი (კ) ; დიდიკი ; გერმანი
მთ. მწვრთნელი : ვლადიმირ ვუსატი

მსაჯები : ონდრეი ჩერნი (ჩეხეთი) ; ნიკოლა იელიჩი (ხორვატია) ; ვიქტორ ბერგ-აუდიჩი (საფრანგეთი) (სათადარიგო)

გოლები : ჰილოტი (14:27) ; ტაკოტი (22:27) ; კაკაბაძე (29:31) ; ტიკურიშვილი (32:12)

 

ვიდეო : www.moldfootball.com 

სფფ-ის პრესსამსახური