სიახლეები

საპოვნელამ მერანი დაამარცხა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

24 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საპოვნელა და მერანი დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ მათ შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო და ეს ყველაფერი მატჩს დამატებით ინტერესს მატებდა. საბოლოო ჯამში შეხვედრა თერჯოლელთა სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. მე-9 ტური ხვალ თბილისური დერბით დასრულდება, 20:00 საათზე „მიხეილ მესხზე“ ერთმანეთს ლოკომოტივი და საბურთალო გაეჯიბრებიან.

საპოვნელა - მერანი 2-1

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

საპოვნელა : გიორგაძე ; ბერუაშვილი ; ენდელაძე ; რობაქიძე (49’ შალამბერიძე) ; ბანძელაძე ; ამბროლაძე (72’ აბესაძე) ; მურადაშვილი ; ჯიმშელეიშვილი ; მაკარიძე (89’ ალავიძე) ; ტყეშელაშვილი ; ბუხაიძე

მთ. მწვრთნელი : მამუკა ხუნდაძე

მერანი : სევოსტიანენკო ; გეგია ; კუტალია ; ხორგუაშვილი (46’ გაზდელიანი) ; გვაზავა ; ჯღამაია ; პაპადოპულოსი ; დ. ციცხვაია ; აშორტია (50’ გოგოლიძე) ; ი. ციცხვაია ; ფაილოძე (89’ ციკოლია)

მთ. მწვრთნელი : ბადრი კვარაცხელია

მსაჯები : გ.ყრუაშვილი ; ზ.ფიფია ; დ.კვეტენაძე ; ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

გაფრთხილება : 23’ ციცხვაია (მერანი) ; 25’ მურადაშვილი ; 90’ ალავიძე (ორივე საპოვნელა)

გოლები : 43’ ტყეშელაშვილი ; 52’ ბუხაიძე (ორივე საპოვნელა) ; 79’ ჯღამაია (მერანი)

სფფ-ის პრესსამსახური