საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა. გოგონებმა თბილისში, „მიხეილ მესხზე“, ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 0-3 დამარცხდნენ. ირლანდიელთა მხრიდან თავის გამოჩენა ნელსონმა და ბერგინმა (2) მოახერხეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიამ შვეიცარიას უმასპინძლა და ჩვენს მსგავსად, 0-3, დამარცხდა. შემდეგ მატჩს თამაზ კოსტავას შეგირდები, 27 ოქტომბერს, სტუმრად შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველო - ჩრდ. ირლანდია 0-3
თბილისი, საქართველო, „მიხეილ მესხი“
საქართველო : ნადირაშვილი ; ზაქაიძე ; სხირტლაძე ; სუთიძე ; პასიკაშვილი (კ) ; კოჩმაზაშვილი ; თოდაძე ; მახარაძე (76’ კვალიაშვილი) ; ჭიჭინაძე ; ჩემინავა ; დანელია (59’ დუმბაძე)
მთ. მწვრთნელი : თამაზ კოსტავა
ჩრდ. ირლანდია : ჰიგინსი ; კრეკლი ; რაფერტი (80’ შერვუდი) ; ნელსონი ; სიმფსონი ; ქალაგანი ; მაგილი (81’ ბრენანი) ; ფურნესი ; მაქინი ; ჰაინდმენი ; ბერგინი (62’ მაქგინესი)
მთ. მწვრთნელი : ალფი ვაილი
მსაჯები : ბარბარა ფოქსჰოფერი ; სინდი სეფერინო დე ოლივეირა ; ბილიანა ისკინი (სამივე ავსტრია) ; ხათუნა მაისურაძე (საქართველო) (სათადარიგო)
გაფრთხილება : 38’ სუთიძე
გოლები : 3’ ნელსონი ; 29’, 56’ ბერგინი
სფფ-ის პრესსამსახური
ქალთა ნაკრები
გაუზიარე