უნგრეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ და დრამატულ ბრძოლაში 3-4 დამარცხდნენ. ანგარიში ქართველებმა გახსნეს, მე-10 წუთზე პენალტი ზუსტად ბექა ქავთარაძემ შეასრულა. სწრაფმა გოლმა სლოვაკები ვერ გატეხა და მათ ჩვენს კარში ზედიზედ სამი გოლის გატანა მოახერხეს. 22-ე, 55-ე და 59-ე წუთებზე გუგეშაშვილის კარი გერებენითსმა, ვიციანმა და ვასკომ აიღეს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოს ნაკრები არ დანებდა და თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხა, 66-ე და 71-ე წუთებზე გოლები ნინუამ და ხარაბაძემ გაიტანეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯვაროსნებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კოპასის გოლით სლოვაკებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთი 1-2 დამარცხდა რუმინეთთან. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შემდეგ შეხვედრას, 26 ოქტომბერს, სწორედ რუმინელებთან გამართავს.
საქართველო - სლოვაკეთი 3-4
დაბასი, უნგრეთი, სტადიონ ვაროსი
საქართველო : გუგეშაშვილი ; ვირუბოვი ; ასათიანი (კ) ; ჩაკვეტაძე ; ქავთარაძე ; ბარაბაძე (67’ ნიკოლეიშვილი) ; სპანდერაშვილი ; კაფიანიძე ; ხარაბაძე ; კუცია ; ნინუა
მთ. მწვრთნელი : გოჩა ავსაჯანიშვილი
სლოვაკეთი : ვალახი (კ) ; შპირიაკი ; ტომიჩი (66’ კრალოვიჩი) ; ვიციანი ; ბედნარი ; მაიდანი ; ლაცკო ; ვაშკო ; გულაში ; კოპასი ; გერებენითსი
მთ. მწვრთნელი : ლადისლავ ჰუდეცი
მსაჯები : ანდერს პოულსენი ; კრიასტიან ბრიქსენი (ორივე დანია) ; ზოლტან ბოზო ; ადამ ნემეცი (სათადარიგო) (ორივე უნგრეთი)
გაფრთხილება : 10’ ვაშკო ; 26’ ვალახი ; 34’ კოპასი ; 53’ ლაცკო ; 69’ ვირუბოვი
გოლები : 10’ ქავთარაძე (პენ.) ; 22’ გერებენითსი ; 55’ ვიციანი ; 59’ ვაშკო ; 66’ ნინუა ; 71’ ხარაბაძე ; 80’ კოპასი
სფფ-ის პრესსამსახური
გაუზიარე