მოლდოვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა. ამჯერად ჩვენი ბიჭები ანდორას დაუპირისპირდნენ და 1-3 დაამარცხეს მეტოქე. ქართველთა მხრიდან თავი თოდუამ და ტიკურიშვილმა (2) გამოიჩინეს. ანდორელთა მხრიდან კი, პრესტიჟის გოლი გატანა ბარბოსამ მოახერხა. ამ გამარჯვებით ეროვნულმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვნიერ შანსს ინარჩუნებს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელი მოლდოვა გიბრალტარს დაუპირსპირდება, ეს მატჩი 19:30 საათზე დაიწყება. ლევან გრიგოლიას შეგირდები კი, მესამე და გადამწვეტ შეხვედრას, 25 ოქტომბერს, სწორედ მოლდოველთა წინააღმდეგ გამართავენ.
ანდორა - საქართველო 1-3
კიშინიოვი, მოლდოვა, ფუტსალ არენა
ანდორა : რუბიო ; ლიამასი ; დიასი (კ) ; პერესი ; ბარბოსა
სათადარიგო : ფერეირა ; სანჩესი ; მესკიტა ; ფერისი ; ჟორდი ფერეირო ; ნეირა ; დუ კანტო
საქართველო : ჯამბურია ; კაკაბაძე ; თოდუა ; კობაიძე ; მაისაია
სათადარიგოები : ბუკია ; ჭანუყვაძე ; ნიკვაშვილი ; თოფურია ; სიგუნავა ; ლუკავა ; ტიკურიშვილი ; ჯვარაშვილი
მთ. მწვრთნელი : ლევან გრიგოლია
მსაჯები : მაქსიმ ძეიკალა (ბელარუსი) ; ნიკოლა იელიჩი (ხორვატია) ; ონდრეი ჩერნი (ჩეხეთი) (სათადარიგო)
გაფრთხილება : პერესი (39:33)
გაძევება : მესკიტა (33:00)
გოლები : თოდუა (08:50) ; ტიკურიშვილი (30:41 , 33:52) ; ბარბოსა (37:34)
სფფ-ის პრესსამსახური
ფუტსალი
გაუზიარე