საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. ჩვენი ბიჭები პირველ შეხვედრაში გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 15-1 დაამრცხეს მეტოქე. დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად ჩვენი გუნდი ჯგუფის სათავეში მოექცა, რადგანაც ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა, მოლდოვის ეროვნულმა ნაკრებმა, ანდორა 7-0 დაამრცხა და ბურთების უარესი სხვაობით მეორე ადგილზეა. შემდეგ თამაშს ლევან გრიგოლიას შეგირდები 23 ოქტომბერს ანდორის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველო – გიბრალტარი 15:1
მოლდოვა, კიშინიოვი, ფუტსალ არენა
საქართველო : ბუკია ; ჭანუკვაძე ; კაკაბაძე ; კობაიძე ; ბობოხიძე (კ)
სათადარიგოები : ჯამბურია ; ნიკვაშვილი ; თოფურია ; თოდუა ; სიგუნავა ; ლუკავა ; ტიკურიშვილი ; მაისაია ; ჯვარაშვილი
მთ. მწვრთნელი : ლევან გრიგოლია
გიბრალტარი : ვინკი ; გლინი (კ) ; ფიგუერასი ; რუისი ; ლოპესი
სათადარიგოები : მოქსჰემი ; ჩიპოლი ; ანესი ; მიჩაელი ; ელ ანდალუსი ; რობა ; უოლკერი ; პეჩინო ; რობა
მთ. მწვრთნელი : პეტერ მორენო
მსაჯები : ნიკოლა იელიჩი (ხორვატია) ; ვიქტორ ბერგ-აუდიცი (საფრანგეთი) ; მაქსიმ ძეიკალა (სათადარიგო) (ბელარუსი)
გაფრთხილება : ნიკვაშვილი (13:20) ; ვინკი (15:52) ; ლუკავა (18:04) ; ჭანუყვაძე (19:36) ; ბუკია (25:36) ; რუისი (30:22 , 32:37)
გაძევება : ბობოხიძე (15:53) ; გლინი (15:53) ; რუისი (32:37)
გოლები : 1:0 კობაიძე (03:56), 2:0 ჯვარაშვილი (04:54), 3:0 ტიკურიშვილი (06:02), 4:0 სიგუნავა (10:26), 5:0 ნიკვაშვილი (13:13), 5:1 ლოპესი (პენ 18:05), 6:1 ლუკავა (19:04), 7:1 ლუკავა (19:14), 8:1 ბუკია (21:28), 9:1 ჯვარაშვილი (22:44), 10:1 ტიკურიშვილი (24:10), 11:1 კაკაბაძე (28:28), 12:1 ნიკვაშვილი (33:41), 13:1 თოდუა (35:40), 14:1 თოდუა (36:36), 15:1 მაისაია (38:27)
სფფ-ის პრესსამსახური
ფუტსალი
გაუზიარე