სიახლეები

საქართველო vs ჩრდ.ირლანდია - ქალთა ეროვნული ნაკრების მორიგი საშინაო მატჩი

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

24 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ საშინაო მატჩს გამართავს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან.

თამაზ კოსტავას გუნდი თბილისში, შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

 

მეკარეები: თამარ ნადირაშვილი („ჟალგირისი“, ლიტვა), თეონა სუხაშვილი („ეგრისი“, საქართველო)

მცველები: ანა ზაქაიძე, ნათია სხირტლაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, თინათინ თევდორაძე (ყველა „იბერია სტარი“, საქართველო), ნინო სუთიძე („კონაკ ბელედისპორი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლა)

ნახევარმცველები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ნინო პასიკაშვილი („ადანა“, თურქეთი), თეონა თოდაძე („სამსუნ აპ სპორი“, თურქეთი), ანა მახარაძე („ეკომეტ-90“, ბულგარეთი), თამთა შენგელია (ქუთაისის სპორტული სკოლა), მარიამ დანელია (35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე („ადანა“, თურქეთი), თათია დუმბაძე („იგლზი“, კალიფორნია, აშშ), თამრიკო კვალიაშვილი („იბერია სტარი“, საქართველო)

 

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 24 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.

 

სფფ-ის პრესსამსახური