საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს.
ჩვენი გუნდი მოლდოვაში, კიშინიოვში უკვე მეორე დღეა იმყოფება. გუშინ, ნაკრებმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. დღეს კი, თბილისის დროით 16:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ასპარეზობას გიბრალტარის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. მომდევნო თამაშების განრიგი კი, ასეთია:
23 ოქტომბერი - საქართველო vs ანდორა
25 ოქტომბერი - მოლდოვა vs საქართველო
საქართველოს ნაკრების დღევანდელ შეხვედრას გიბრალტარის ნაკრებთან Futsal TV-ს ეთერში იხილავთ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმატებას უსურვებს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ გუნდი სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდება.
სფფ-ის პრესსამსახური