სიახლეები

17-წლამდელები უნგრეთში გაემგზავრნენ - საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება!

გაუზიარე

დღეს, გამთენიას, ბუდაპეშტში გაემგზავრა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები. გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიარა.

გუშინ, 17-წლამდელებმა ბოლო ტესტ-მატჩი გამართეს „ცხინვალის“ დუბლებთან და ჩაკვეტაძის, ხარაბაძისა და სპანდერაშვილის გოლებით 3:0 გაიმარჯვეს.

გუნდი უნგრეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)

მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი)

საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრები უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფიდან ელიტრაუნდში კი, ორი საუკეთესო გუნდი გავა. აქვე, შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგს:

24 ოქტომბერი

15:30  - საქართველო vs სლოვაკეთი

 

26 ოქტომბერი

15:30  - რუმინეთი vs საქართველო

 

29 ოქტომბერი

15:30  - საქართველო vs უნგრეთი

 

სფფ-ის პრესსამსახური