სიახლეები

საბურთალო vs მიდტიულანდი - ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა საქართველოში

გაუზიარე

დღეს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 19-წლამდელები უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს გამართავენ დანიურ "მიდტიულანდთან".

პირველი მატჩი ქართულმა კლუბმა სტუმრად 1:3 წააგო, თუმცა, ამ გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები შეძლებენ ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას და შემდეგ ეტაპზე გასვლით გულშემატკივარს გაახარებენ.

"საბურთალოში" საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაც სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება აქვთ და ეს მათ აუცილებლად დაეხმარებათ. დანიის ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები თამაშობენ "მიდტიულანდშიც".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმატებას უსურვებს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ქართულ კლუბს, მის ახალგაზრდა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. მოგიწოდებთ გულშემატკივრებს, მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ ჩვენს ახალგაზრდებს და დავუდგეთ გვერდში ისე, როგორც ეს ყოველთვის გვჩვევია.

19:00 საათზე, გელოდებით ყველას "მიხეილ მესხის" სტადიონზე. დასწრება უფასოა.

სფფ-ის პრესსამსახური