სიახლეები

სფფ-მ მწვრთნელთა C ლიცენზირების კურსი განაახლა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა C კატეგორიის ლიცენზირების პროცესს. უახლოეს მომავალში დაიწყება სწავლების კურსი უკვე დაკომპლექტებული ჯგუფებისთვის. ხოლო მსურველებს შეუძლიათ განაცხადით მიმართონ ფეხბურთის ფედერაციას, შემოიტანონ საბუთები და გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.

ლიცენზირების მსურველებმა სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

1) პირადი განცხადება

2) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ

3) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობაზე

4) ცნობა ნარკოლოგიურიდან

5) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი

6) 400 ლარი

7) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა...)

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში.

ტელ: 291 26 70; 291 37 33 და 551 990910

გისურვებთ წარმატებებს!

სფფ-ის პრესსამსახური