სიახლეები

კლასიკომ შეიძლება ლიდერი შეცვალოს

გაუზიარე

უმაღლესი ლიგა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ გვიბრუნდება. “ქართული კლასიკოს” შესახებ “ჩვენი თამაშის” დღევანდელ ნომერში ცალკე წაიკითხავთ. რაღა თქმა უნდა, ტორპედოსა და დინამოს დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონატისთვის ყოველთვის გამორჩეული თემაა, თუმცა არც მერვე ტურის სხვა მატჩებია უყურადღებოდ დასატოვებელი. ქუთაისური შეხვედრის შესახებ აქვე იმასაც გეტყვით, რომ მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრებიან.

ტური დღეს გაიხსნება საბურთალოსა და საპოვნელას მატჩით. უმაღლესი ლიგის დებიუტანტები ევროპის ახალგაზრდული ლიგის შეხვედრისთვის ემზადებიან და საშინაო სარბიელად სწორედ ამიტომ აირჩიეს “მიხეილ მესხი” და არა – მშობლიური “ბენდელა”. 21 ოქტომბერს საბურთალო-მიდტიულანდი სწორედ ვაკის არენაზე გაიმართება.

შაბათის მატჩებიდან ტორპედო-დინამო თბილისის გარდა, ყველაზე გამორჩეული ბათუმის დინამოსა და სამტრედიას დაპირისპირებაა. ორივე გუნდს მაღალი მიზნები დაუსახავს და მართალია, ჯერჯერობით, წინ დამაჯერებლად ამათგან მხოლოდ სამტრედია მიიწევს, მაგრამ ზღვისპირელთა ამბიციები არსად გამქრალა.

სატურნირო ცხრილის სათავეში დინამო თბილისია, მაგრამ თუ დედაქალაქელებმა ქუთაისში წაიფორხილეს, გალიდერების შანსი ერთბაშად სამ გუნდს აქვს – სიონს, სამტრედიასა და დილას. ბოლნისელთა და გორელთა მეტოქეებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ დინამო თბილისსა და სამტრედიასთან შედარებით, ნაკლებად რთული მატჩები ელით...

ფოთის კოლხეთის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ მატჩს ჩაატარებს გელა სანაია, თბილისის ლოკომოტივს კი კი ჟერარდ სარაგოსა მულეტი უბრუნდება. მას ლოკომოტივი აქამდე მხოლოდ პირველ ლიგაში გაუწვრთნია, უმაღლესლიგური გამოცდილება კი ქუთაისის ტორპედოში დააგროვა.

ლევან ჯანეზაშვილი


საბურთალო-საპოვნელა
16 ოქტომბერი 19:00
თბილისი. “მიხეილ მესხი”
დისკვალიფიკაცია: მარგველაშვილი (საბურთალო), ბერუაშვილი (საპოვნელა)
მსაჯი: ჯენერი ხორავა

მერანი-შუქურა
17 ოქტომბერი 15:00
მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა”
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

ზუგდიდი-სიონი
გადაიდო

კოლხეთი-ლოკომოტივი
17 ოქტომბერი 15:00
ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”
დისკვალიფიკაცია: კილასონია, გურეშიძე, თ. კაკულია (ყველა – კოლხეთი)
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

ტორპედო-დინამო თბ
17 ოქტომბერი 15:00
ქუთაისი. “რამაზ შენგელია”
დისკვალიფიკაცია: შინდაგორიძე, კვერნაძე (ორივე – ტორპედო)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია

დინამო ბთ-სამტრედია
17 ოქტომბერი 15:00
ქობულეთი. “ჩელე არენა”
დისკვალიფიკაცია: ენდელაძე (სამტრედია)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

დილა-გურია
18 ოქტომბერი 15:00
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”
დისკვალიფიკაცია: ფალავანდიშვილი (დილა)
მსაჯი: ლაშა სილაგავა

ცხინვალი-ჩიხურა
18 ოქტომბერი 15:00
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო)
მსაჯი: ბაკურ ნინუა


1. დინამო თბ 7 6 0 1 20-5 18
2. სიონი 7 5 2 0 11-3 17
3. სამტრედია 7 5 1 1 22-10 16
4. დილა 7 5 1 1 11-6 16
5. ცხინვალი 7 5 0 2 20-12 15
6. ჩიხურა 7 4 1 2 12-4 13
7. შუქურა 7 3 1 3 7-6 10
8. საბურთალო 7 3 1 3 8-11 10
9. დინამო ბთ 7 2 3 2 12-7 9
10. ტორპედო 7 2 2 3 8-10 8
11. გურია 7 2 2 3 7-8 8
12. საპოვნელა 7 1 2 4 4-15 5
13. ლოკომოტივი 7 1 1 5 7-11 4
14. კოლხეთი 7 1 1 5 2-11 4
15. მერანი 7 1 0 6 5-21 3
16. ზუგდიდი 7 0 2 5 7-23 2

ბომბარდირები
კაჭარავა (ცხინვალი) 8
ბერიაშვილი (დინამო ბთ)    6
სიხარულიძე (სამტრედია) 6
ქვილითაია (დინამო თბ) 5
მოდებაძე (დილა) 5

I ლიგა. IX ტური

ბეთლემი-მერცხალი 6:1
ბორჯომი-გაგრა 3:1
რუსთავი-ჭიათურა 0:0
ოდიში-ვიტ ჯორჯია 1:3
მაჭახელა-ალგეთი 1:0
სამეგრელო-იმერეთი 0:0
სამგურალი-ლიახვი 1:3
სქური-მეშახტე 0:0
ჩხერიმელა-კოლხეთი ხ გადაიდო

1. ლიახვი         9 7 2 0 33-10 23
2. ბორჯომი 9 6 2 1 17-6 20
3. სამგურალი 9 5 1 3 17-12 16
4. ბეთლემი 9 5 1 3 15-11 16
5. იმერეთი 9 4 4 1 14-7 16
6. სქური         9 4 4 1 11-8 16
7. გაგრა         9 5 0 4 16-11 15
8. კოლხეთი ხ 8 4 2 2 12-6         14
9. რუსთავი 9 3 4 2 8-6         13
10. ვიტ ჯორჯია9 3 3 3 13-9    12
11. მაჭახელა 9 3 2 4 9-13         11
12. სამეგრელო 9 2 3 4 9-13         9
13. ჭიათურა 9 1 5 3 6-9         8
14. მერცხალი 9 2 2 5 9-21         8
15. ოდიში         9 2 1 6 11-2  7
16. ჩხერიმელა 8 1 3 4 9-17         6
17. მეშახტე 9 0 5 4 2-13         5
18. ალგეთი 9 1 0 8 1-14         3