სიახლეები

დვალიშვილი უკვე მზადაა

გაუზიარე

ტრავმის გამო ბოლო ორი კვირა უქმობა მოუწია პოლონური პოგონის ქართველ ფორვარდ ლადო დვალიშვილს, რომელიც იაგელონიასთან შეხვედრაში დაშავდა, თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ტრავმა ჩვენებურს უფრო მეტ დროს დააკარგვინებდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებისას ნათელი გახდა, რომ ლადოს უკვე შემდეგ ტურში შეეძლება მოედანზე გასვლა. 

11 ტურის შემდეგ მოპოვებული 21 ქულით პოგონი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანი ევროსაგზურის მოპოვება იქნება. შეგახსენებთ, დვალიშვილი ამ ზაფხულს გადავიდა პოგონში დანიური ოდენსედან და აღმოსავლეთევროპელთა რიგებში ოთხი თამაში ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ჯერ ვერ მოასწრო.

პოგონის მთავარმა მწვრთნელმა, სჩესლავ მიჩნიავიჩისმა კი ქართველი ფორვარდის შესახებ შემდეგი განაცხადა: "დვალიშვილი თანდათანობით შედიოდა ოპტიმალურ ფორმაში და სწორედ ამ დროს მიიღო ტრავმა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, ეს ფეხბურთია და ამგვარი რამისგან დაზღვეული არავინაა. მთავარი ისაა, რომ ლადო ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და მოედანზე დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი აქვს. 

პაატა ძნელაძე