სიახლეები

ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - დვალი ერთ თვეში დაბრუნდება

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა დვალმა, რომელიც ახლა ახალგაზრდული საბურთალოს ღირსებას იცავს ბოლო ტურში ქობულეთის შუქურასთან შეხვედრაში ფეხი მოიტეხა.

დვალმა გუშინ გაიკეთა ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ახლა ჯაბას წინ ერთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის, რომლის შემდეგ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. საბურთალოში გადმოსვლის შემდეგ მართალია დვალის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ერთი გოლია, მაგრამ ფაქტია მოედანზეც და მის მიღმაც ჯაბასგან ახალგაზრდა საბურთალოელები ბევრს ისწავლიან.

პაატა ძნელაძე