სიახლეები

დერბი ბათუმელებმა მოიგეს

გაუზიარე

სანაკრებო პაუზიტ გამოწვეული შესვენება დასრულდა და გუნდებიც ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადებიან. მანამდე კი შავიზღვისპირელთა დერბი გაიმართა. ამხანაგურ სეხვედრაში ბათუმის დინამომ ფოთის კოლხეთი 4:1 გაანადგურა. ბათუმელთაგან დუბლი შეასრულა საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ბერიაშვილმა, ერთი გოლი ახლაწვეულმა ვიეირამ გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი მაქაცარიას ანგარიშზეა.

მომდევნო ტურში ჩემპიონატის ერთერთი ფავორიტი ბათუმელები სამტრედიას ქობულეთში დაუხვდებიან. კოლხეთი კი ლანჩხუთში უმასპინძლებს თბილისის ლოკომოტივს და სწორედ ამ შეხვედრაში შედგება ფოთელთა მთავარი მწვრთნელის გელა სანაიას დებიუტი ოფიციალურ შეხვედრაში.

პაატა ძნელაძე