სიახლეები

ავსაჯანიშვილის ოცეული

გაუზიარე

24-29 ოქტომბერს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის, ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 20 ფეხბურთელი შეკრიბა და ექვსი დღის განმავლობაში იქ მოემზადებიან ჩვენი ჭაბუკები. 21-ში კი ნაკრები 18 ფეხბურთელის შემადგენლობით უნგრეთში გაემგზავრება სადაც გაიმართება კიდეც საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები, რომელთა განრიგი ასეთია:

24 ოქტომბერი

საქართველო-სლოვაკეთი

რუმინეთი-უნგრეთი

26 ოქტომბერი

რუმინეთი-საქართველო

უნგრეთი-სლოვაკეთი 

29 ოქტომბერი

საქართველო-უნგრეთი

რუმინეთი-სლოვაკეთი

ამ ეტაპზე ბასაზე მყოფი 20 კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დინამო), დავით კერესელიძე (ცხინვალი)

მცველები: ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა დინამო), ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლაშა ნიკოლეიშვილი (ყველა 35-სკოლა)

ნახევარმცველები: გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, გოგა ლურსმანიშვილი (ყველა დინამო), აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე 35-სკოლა), ვახტანგ კოპლატაძე (საბურთალო)

თავდამსხმელები: ლუკა სილაგაძე (დინამო), ბექა ქავთარაძე, ნუგზარ სპანდერაშვილი (ორივე 35-სკოლა), გიორგო ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი)

პაატა ძნელაძე