სიახლეები

მჭედლიძე ჯენოასთან დაბრუნდება

გაუზიარე

ემპოლის ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ირლანდიის ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო კვლავ უქმობს. თავიდან იყო იმის იმედი, რომ მჭედლიძე შაბათს რომას წინააღმდეგ შეძლებდა თამაშს, თუმცა სამედიცინო შემოწმებისას გაირკვა, რომ ემპოლი დედაქალაქს ქართველის გარეშე ესტუმრება. სამაგიეროდ, დიდი ალბათობით,  24 ოქტომბერს ჯენოასთან თამაშისთვის ლევანი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება.

ემპოლის შვიდი შეხვედრიდან შვიდი ქულა აქვს და გასავარდნ ზონასთან ახლოს, მე-16 ადგილზეა, თუმცა გუნდის ლიდერი, ვეტერანი მასიმო მაკარონე ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან მჭედლიძეზეც ისაუბრა: „ვიცი, რომ გულშემატკივრები ჩვენი თამაშით კმაყოფილები არ არიან, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკულად არც ერთი შეხვედრა ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვითამაშეთ. მაგალითად, ახლაც ტრავმირებულები არიან ლევან მჭედლიძე და პიოტრ ზელინსკი, რომლებიც გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.“ 

პაატა ძნელაძე