სიახლეები

17-წლამდელები დასკვნით შეკრებაზე - 24 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება

გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები. გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდი უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 24-30 ოქტომბერს, უნგრეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მე-4 ჯგუფში იასპარეზებს და ტურნირის მასპინძელი უნგრეთის გარდა, მეტოქეებად რუმინეთისა და სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრებები ეყოლება.

ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში 21 ოქტომბერს, გამთენიას, 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. მანამდე კი, „ბასაზე“ 20 ფეხბურთელი ემზადება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)

მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა სილაგაძე („დინამო“ თბილისი)

საკვალიფიკაციო ეტაპი 24 ოქტომბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი, ასეთია:

24 ოქტომბერი

15:30  - საქართველო vs სლოვაკეთი

 

26 ოქტომბერი

15:30  - რუმინეთი vs საქართველო

 

29 ოქტომბერი

15:30  - საქართველო vs უნგრეთი

 

სფფ-ის პრესსამსახური