საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის შესარჩევ მატჩში ესტონეთის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და იოლად, 3-0, დაამარცხა მეტოქე. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმარა. ანგრიში მე-8 წუთზე გუნდის კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ, გახსნა, სხვაობა ორამდე მე-18 წუთზე ნიკა კაჭარავამ გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი, 25-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა დააფიქსირა. საქართველოს ნაკრები მორიგ საშინაო მატჩს 13 ნოემბერს გორში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო - ესტონეთი 3-0
საქართველო: 1. ბექა ქურდაძე ; 2. ოთარ კაკაბაძე (კ) ; 3. ლაშა დვალი ; 4. გიორგი გადრანი ; 5. დავით უბილავა ; 6. მათე ცინცაძე ; 7. გიორგი აბურჯანია ; 10. საბა ლობჟანიძე (84 ‘ გიორგი გოროზია) ; 13. ოთარ კიტეიშვილი (55’ ლაშა ქოჩლაძე) ; 11. ნიკა კაჭარავა (70’ ილია კერძევაძე) ; 14. გიორგი ფანცულაია
მთ. მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ესტონეთი: 1. მაგნუს კაროფელდი ; 2. ჰინდრეკ ოიამაა ; 3. ვლადიმერ ავილოვი ; 5. კევინ ალოე (კ) ; 18. გერდო იუჰკამი ; 7. იოსეფ სალისტე ; 8. რასმუს პეეტსონი (46’ რაუნო საპპინენი) ; 9. მიკელ აინსალუ ; 15. პაველ მარინი ; 16. კევინ კაუბერი (87’ ფრანკ ლიივაკი) ; 19. მატიას კაიტი (70’ კევინ რააბისი)
მთ. მწვრთნელი: მარტინ რეიმი
მსაჯები: დეიან იაკიმოვსკი ; დეიან ნედელკოსკი ; ისა ემურლი ; კონსტანტინ ვლაჰო (სათადარიგო) (ყველა მაკედონია)
გაფრთხილება: 79’ ლაშა დვალი (საქართველო) ; 85’ გერდო იუჰკამი (ესტონეთი)
გოლები: 9’ ოთარ კაკაბაძე ; 18’ ნიკა კაჭარავა ; 25’ ოთარ კიტეიშვილი (სამივე საქართველო)
სფფ-ის პრესსამსახური
გაუზიარე