სიახლეები

ერთი დღე სეზონის ბოლო ოფიციალურ მატჩამდე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის ბოლო ოფიციალურ თამაშს ლაიფციგში გამართავს. კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გუნდმა ადგილობრივი კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე 9 ოქტომბრის საღამოს ივარჯიშა. გერმანიაში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. მოთამაშეები, რომლებმაც გიბრალტართან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მსუბუქად ივარჯიშეს. ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ბოლო სანაკრებო მატსჰი სათადარიგოები იყვნენ საწვრთნელ პროცესში სრულად ჩაერთვნენ.

ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა. მოგვიანებით კი კახა ცხადაძემ მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: “ყველაზე მთავარია, რომ ფეხბურთელები,რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან ყველა ჯანმრთელადაა. საკმაოდ ხანგრძლივი ფრენა იყო და აღდგენითი ვარჯიში გვქონდა გერმანიამ საკმაოდ სერიოზული თამაში წააგო ირლანდიასთან. ეს ბოლო თამაშია და სულ რომ არ სჭირდებოდეს გერმანიას ქულები, ისინი დიდი პროფესიონალები არიან ბოლომდე იბრძოლებენ. ჩვენი მომავალი მეტოქე სრულად არიან მობილიზებული და მსოფლიო დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლქეტებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს თამაში,რომ მომავალში შედარებები გავაკეთოთ, რა თქმა უნდა შედეგზე ვითამაშებთ. ფაქტია,რომ გერმანია პირველ ნომრად ითამაშებს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით,რომ ჩვენი შანსები ვეძებოთ. რამდენიმე ფეხბურთელმა გიბრალტართან არ ითამაშა და შესაბამისად გერმანიასთან შემადგენლობაში ცვლილებები იქნება ”.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. გერმანია-საქართველოს მატჩამდე კი ლაიფციგში საფეხბურთო შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, უეფას დელეგატი და ადგილობრივი ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლაიფციგის რედ ბულ არენაზე პირველ ვარჯიშს 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 21 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე კი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს კახა ცხადაძე უპასუხებს. გერმანული მხარის განცხადებით შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გერმანია-საქართველოს შეხვედრას ლაიფციგში, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22.45 წუთზე დაიწყება და მას 44 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. 

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=yD4Fj0b2dB0","settings":{"responsive":1,"width":"420","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=wimwy6cOvEk","settings":{"responsive":1,"width":"420","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სფფ-ის პრესსამსახური, ლაიფციგი, გერმანია