სიახლეები

ეროვნული ნაკრები ლაიფციგშია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან მოპოვებული მარტივი გამარჯვების შემდეგ, დღეს დილით ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც ევრო შესარჩევის ბოლო ტურში ჯგუფის ფავორიტსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, დაუპირსპირდება. გერმანია - საქართველოს მატჩი ლაიფციგში Redbull Arena-ზე გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს. მომავალ მატჩამდე კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გიბრალტართან მოგებული შეხვედრის სტატისტიკასა და შემადგენლობებს. 

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. 

8 ოქტომბერი. “დინამო არენა”. 10 000 მაყურებელი      

საქართველო – გიბრალტარი 4:0 

1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35 პენ), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)

საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, ამისულაშვილი, კაშია, გრიგალავა, კანკავა,  (ფალავანდიშვილი 57), კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ს. კობახიძე, ოქრიაშვილი (ძალამიძე 57), ვაწაძე (ცხადაძე 72)

სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე; უ. ლობჟანიძე, ს. კვირკველია, ხიზანიშვილი,  ფოფხაძე, ნავალოვსკი, მერებაშვილი, გელაშვილი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გიბრალტარი: ჯ. პერესი, ჯ. ჩიპოლინა, რ. კაშიარო, რ. ჩიპოლინა, გარსია, კ. კაშიარო (იომი 85), უოლკერი, გოსლინგი, ბარდონი, ლ. კაშიარო (დუარტე 76), კაბრერა (ბ. პერესი 46)

სათადარიგოები: ნილი, ჯიმი რობა, ბოსიო, დანიელ დუარტე, ბარნეტი, როვენო, გალინგი, კომბისი, კლარკი 

მწვრთნელი: ჯეფ ვუდი

გაფრთხილება: კაბრერა (15), ოქრიაშვილი (31)

მსაჯი: სერგეი ბოიკო (უკრაინა)

სტატისტიკა: 

ბურთის ფლობა %: 67-33

დარტყმა: 23-4 

ზუსტი დარტყმა: 10-3

კუთხური: 8-1

თამაშგარე: 2-0

ჯარიმა: 12-9

პასი: 700-268

ზუსტი პასი: 646-221

სეივი: 6-2

საქართველო - გიბრალტარი 4-0 - ფოტო ალბომი

სფფ-ის პრესსამსახური