სიახლეები

ფოთის კოლხეთს გელა სანაია გაწვრთნის

გაუზიარე

ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად გელა სანაია დაინიშნა. ახალგაზრდა სპეციალისტმა 2016 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი ზღვისპირულ კლუბთან. გუშინ ფოთის ცენტრალურ სტადიონზე კლუბის ხელმძღვანელობის ბრიფინგი გაიმართა და კოლხეთის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ სანაია ოფიციალურად წარადგინა მწვრთნელად. სანაიამ გუნდიდან საკუთარი სურვილით წასული ზაზა ინაშვილი შეცვალა, რომელსაც მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის. 

ბარქაიამ განაცხადა, რომ თუ ინაშვილს სურვილი ექნება, შეუძლია კლუბში მუშაობა გააგრძელოს ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. შეგახსენებთ, სანაია ბოლოს ქობულეთის შუქურას წვრთნიდა: ამ ზაფხულს დაინიშნა შუქურაში, თუმცა ორიოდე თვეში მის ნაცვლად თემურ შალამბერიძე მიიყვანეს თავკაცად.   

კოლხეთი უმაღლეს ლიგაში მე-14 (ბოლოდან მესამე) ადგილზეა. უახლოეს ტურში, 17 ოქტომბერს ფოთელები თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებენ. ეს ორი გუნდი ცხრილში ერთმანეთის მეზობელია: ლოკომოტივი მე-13 პოზიციაზეა. 

ილია ნანობაშვილი