სიახლეები

10:0 – პატარა საბურთალოელები ყაზახებთან

გაუზიარე

გუშინ საბურთალოს “ბენდელას” სტადიონზე 13-წლამდე ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. საბურთალოელებმა თბილისში შეკრებაზე მყოფ ყაზახურ დუშორს 10:0 მოუგო. დუშორი ქალაქ აკტაუს ბავშვთა გუნდია. აღვნიშნოთ, რომ საბურთალოს 2002 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდს ვოვა მუსერიძე წვრთნის.

ზოგადად, ჩვენი საფეხბურთო აკადემიების გუნდები საერთაშორისო მატჩებით განებივრებულნი არ არიან. უცხოური ტურნირები ძვირი ჯდება და ბევრ მშობელს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. ეგეც არ იყოს, ტურნირებსა და მატჩებს დაგეგმვა სჭირდება, რაც ხშირად ვერ ხერხდება. 

ამიტომაც გამოვარჩიეთ ეს თამაში, რადგან საერთაშორისოს სტატუსი ჰქონდა. ანგარიშიც ნათლად ასახავს, თუ რამდენად ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან საქართველოში. 

ილია ნანობაშვილი