3 ოქტომბერს სასტუმრო Holiday Inn-ში გამართულ სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე, ხმათა უმრავლესობით დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. 33 დელეგატიდან, 18-მა ლევან კობიაშვილს დაუჭირა მხარი, 15-მა რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელია კი ხმის გარეშე დარჩა. ლევან კობიაშვილი ქართულ საფეხბურთო სამყაროს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. "ძალიან ემოციური დღეა! მადლობა ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის მომავალს მისცა ხმა, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს იმისათვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მაძლევდით მოტივაციასა და ძალას. მთავარი ახლა იწყება, ბრძოლა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის!". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით უახლოეს მომავალში გაიმართება რიგგარეშე ყრილობა, სადაც ახალ აღმასკობს აირჩევენ.
სფფ-ის საარჩევნო ყრილობა - ფოტო ალბომი
სფფ-ის პრესსამსახური
სფფ
გაუზიარე