სიახლეები

მოდებაძე დილას პირველობისკენ გაუძღვა

გაუზიარე
26 სექტემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა-დინამო 2:0

1:0 მოდებაძე (20 პენ), 2:0 მოდებაძე (60)

დილა: შევჩენკო, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი, ღონღაძე, ფალავანდიშვილი, ერისთავი (ურცილავა 66), კვირკვია (გოგუა 37), გვალია, მარცვალაძე (ილურიძე 72), მარცვალაძე

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, პაპავა, ახალკაცი, მაშუკოვი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე (ჭელიძე 65), გველესიანი, ფერეირა, თევზაძე, ცინცაძე, ჭანტურიშვილი, ჯირაური, იაშვილი (ლობჯანიძე 72), ქვილითაია (ჰრდლიჩკა 18), პარუნაშვილი 

სათადარიგოები: ჯანელიძე, კიტეიშვილი, გურული, არაბული

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე  

გაფრთხილება: თევზაძე (28), კვირკვია (36), ჭანტურიშვილი (89)

გაძევება: ბეგაშვილი (17) 

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა გორის დილამ იმ მომენტისთვის ერთპიროვნელ ლიდერ თბილისის დინამოს უმასპინძლა. ბუნებრივია თამაშის მიმართ ადგილობრივ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი ჰქონდათ და შედეგადაც თენგიზ ბურჯანაძეს სტადიონზე ცარიელი ადგილი ცოტაღა იყო. წინა სეზონიდან მოყოლებული, დილა დინამოს მეექვსედ დაუპირისპირდა (2 ჩემპიონატში, 2 თასზე, 1 სუპერთასზე) და მხოლოდ ახლა შესძლო დინამოს დამარცხება. და საერთოდაც, საქართველოს ჩემპიონატის 25 წლიან ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ დილამ დინამოს მოუგო.

სტუმართა უპირატესობა მას შემდეგ გართულდა, რაც გიორგი ვადაჭკორიამ ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედანი ნაადრევად დაატოვებინა დინამოს მეკარე გიორგი ბეგაშვილს და პენალტიც დანიშნა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის შემდეგ, გია გეგუჩაძემ ფორვარდი ქვილითაია მოხსნა და სწორედ მის ნაცვლად შევიდა მოედანზე ლიბორ ჰრდლიჩკა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი ზუსტად შეასრულა ირაკლი მოდებაძემ.

ამის შემდეგ დინამო კი ცდილობდა შეხვედრაში გარდატეხის შეტანას, მაგრამ გორელები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმში ჯერ იყო და ოთარ მარცვალაძემ გაარტყა ხარიხას, შემდეგ კი წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ ზუსტი თავურით მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ დილამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. 

ამ მოგების შემდეგ შიდაქართლელები ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ, დინამომ კი დროებით დათმო პოზიციები და ახლა მხოლოდ მეორეა, მაგრამ აშკარაა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ მხოლოდ იწყება.

უჩა სოსიაშვილი: ვულოცავ ჩვენ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ასევე ვულოცავ თითოეულ ჩვენ ფეხბურთელს და თანამშრომელს. პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა და ამ უპირატესობის შედეგად დავწინაურდით კიდეც. მეორე ტაიმში ჩვენი უპირატესობა გავზარდეთ და საბოლოოდ მოვიგეთ. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ ჩემი გუნდის თამაშს.

გია გეგუჩაძე: ვულოცავ დილას გამარჯვებას. თავიდანვე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ალბათ სწორედ ჩვენი მეკარის გაძევება და პენალტის დანიშვნა იყო გადამწყვეტი. დღეს კი დავმარცხდით, მაგრამ ჩემპიონობისთვის ძირითადი ბრძოლები წინ არის.