სიახლეები

მედიის აკრედიტირება ოქტომბრის სანაკრებო თამაშებზე

გაუზიარე

მეგობრებო, სფფ-ის პრესსამსახური იწყებს ოქტომბერში გასამართ სანაკრებო მატჩებზე მედიის აკრედიტირების პროცესს.

7 ოქტომბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში, „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს.

მედიაორგანიზაციებმა, სფფ-ის პრესსამსახურის სახელზე დაწერილი განაცხადი (ორივე მატჩზე აკრედიტირებისთვის) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] - და მიუთითოთ მატჩებზე მომუშავე ჟურნალისტების სახელი და გვარი და სამუშაო პოზიცია.

განაცხადების მიღება დაიწყო დღეს, 28 სექტემბერს და დასრულდება 5 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს ზემოთმითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

აკრედიტაციების გაცემის თარიღსა და დროს, ასევე შეიტყობთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

სფფ-ის პრესსამსახური