სიახლეები

უკრაინაში ქართველები თასს დაემშვიდობნენ

გაუზიარე

უკრაინის თასის მერვედფინალში ოდესის ჩერნომორეცმა შინ პოლტოვის ვორსკლასთან 0:1 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. ოდესელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა უკანახაზელმა დავით ხოჭოლავამ, ვისაც გაშვებულ გოლში არანირი ბრალი არ მიუძღვის. მეტიც, რამდენჯერმე საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ჩერნომორეცის მეორე ჩვენებური გიორგი გადრანი კი 18 კაციან განაცხადში არ იყო, როგორც ჩანს, გადატვირთული კალენდრის გამო მწვრთნელებმა გადრანი ამჯერად დაასვენეს.

რაც შეეხება ჩერნომორეცის საქმეებს ჩემპიონატში, ოდესელები რვა ტურის შემდეგ სამი ქულით მე-13 ადგილზე არიან და ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებიათ. მომდევნო ტურში ჩერნომორეცი კვლავ პოლტავის ვორსკლას უმასპინძლებს, იმედია, რევანშსაც აიღებს და დანავსულ სერიასაც შეწყვეტს.

პაატა ძნელაძე