სიახლეები

მერანი უკრაინული თავის გარეშე - ლობასი წავიდა, ჭუბაბრია მოვიდა

გაუზიარე

მარტვილის მერანის პრესსამსახურის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლობასმა პოსტი დატოვა. მის ადგილს დეკემბრამდე, ადგილობრივი მწვრთნელი გალაქტიონ ჭუბაბრია დაიკავებს. მერანი მადლობას უხდის ვლადიმერ ლობასს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში.

ლობასი მარტვილურ გუნდს შარშან ჩაუდგა სათავეში და მაშინაც კრიზისულ მდგომარეობაში იყო კლუბი, თუმცა უკრაინელმა გუნდის უმაღლეს ლიგაში დატოვება შესძლო. ახალ სეზონში კი მერანს ფინანსური კრიზისი და სხვადასხვა პრობლემები მოეძალა, გასაგები მიზეზების გამო მთლიანად შეიცვალა გუნდის შემადგენლობა, რამაც დიდი გავლენა იქონია შედეგზე. 

ლობასმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა.

მერანს ლანჩხუთის გურიასთან გალაქტიონ ჭუბაბრია გაიყვანს. გუნდს ხუთ ტურში ხუთივე წაგება აქვს, ხოლო ბურთების შეგარდებას რაც შეეხება – 3:18. მართალია, მარტვილელებს მძიმე კალენდარი ჰქონდათ და ძლიერ გუნდებს ეთამაშნენ, მაგრამ მაინც... შეგახსენებთ, მერანმა წააგო სამტრედიასთან, ტორპედოსთან, ჩიხურასთან და თბილისის დინამოსთან.   

ამასთან, მერანი თასის გათამაშებასაც ჩამოშორდა. ჭიათურასთან გავარდნენ – 0:1, 1:1.  

ილია ნანობაშვილი