სიახლეები

კაშია ვიტესში დარჩენაზე თანახმაა, მაგრამ...

გაუზიარე

როგორც არნემის ვიტესის ოფიციალური ფანკლუბის ვებგვერდი იტყობინება უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძვანელობა განაახლებს მოლაპარაკებას გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ვიტესის და საქართველოს ნაკრების დაცვის ბურჯი, მართალია, თანახმაა კარიერის გასაგრძელებლად კვლავ ვიტესში დარჩეს, მაგრამ სანაცვლოდ მას ხელფასის შემცირებაზე მოუწევს დათანხმება. კაშია, სადღეისოდ კლუბის ყველაზე მაღალნაზაურებადი მოთამაშეა და როგორც ჩანს, არნემელებს მისთვის არსებული ხელფასის შენარჩუნება პრობლემურად მიაჩნიათ.

"ჰოლანდია ძალიან მომწონს და საერთოდაც არ გამოვრიცხავ, რომ საცხოვრებლად აქ დავრჩეთ, თუმცა ჩემი ოცნება ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია, მაგრამ, ჯერჯერობით რეალური წინადადება არ არის და ამიტომაც თავისუფლად შეიძლება ვიტესთან კონტრაქტი გავახანგრძლივო."- განაცხადა გურამ კაშიამ.

რაც შეეხება ვიტესის ასპარეზობას მიმდინარე სეზონში, 6 ტურის შემდე არნემელთა აქტივში 10 ქულაა და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, თუმცა გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე, ვიტესს ნამდვილად შეუძლია საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლა. ევროპის ლიგიდას და ჰოლანდიის თასის გათამაშებას კი გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი უკვე გამოეთიშა.

პაატა ძნელაძე