სიახლეები

სკა-ენერგიამ რუბინი გამოაგდო - ალადაშვილი და ხოჯავა თასის მერვედფინალში

გაუზიარე

რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში გვარიანი მოულოდნელობა შემოგვთავაზა პირველი დივიზიონის ხაბაროვსკის სკა-ენერგიამ, რომლის ღირსებას ქართველი ლეგიონერები, კახა ალადაშვილი და გოჩა ხოჯავა იცავენ. ხაბაროვსკელებმა რუსული პრემიერლიგის ბინადარ და ამ ქვეყნის ორგზის ჩემპიონ რუბინს 2:0 სძლიეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ალადაშვილი ძირითადში იყო და მოედანი 65-ე წუთზე დატოვა, თამაშისას კი საკმაოდ აქტიურობდა და მოედანზეც აშკარად გამორჩეული იყო. გოჩა ხოჯავამ რუბინთან დაპირისპირება დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. რაც შეეხება ყაზანელთა დაცვის ბურჯს, საბა კვირკველიას, მას დასვენების საშუალება მისცეს და განაცხადშიც არ ყოფილა.

ხაბაროვსკელებს 12 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვთ და დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგოლზე არიან, მათ მხოლოდ ერთი საფეხური აშორებთ გასავარდნ ზონას.

პაატა ძნელაძე