სიახლეები

საქართველოს ნაკრები – დედაქალაქს

გაუზიარე

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა, ეს დღე თითოეული თბილისელისა და ქართველისთვის ძალიან მძიმეა. სტიქიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა, ბევრიც დაშავდა, უფრო მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. მაშინვე შეიქმნა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდი.  ტრაგედიას გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის არც ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდიც, რომლის ფეხბურთელებიც გუშინ 13 ათას 500 ლარით შეეწივნენ ფონდს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს დედაქალაქისა და დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის საქმეში. ამასთან ერთად ჩვენი ბიჭები კიდევ ერთხელ უთანაგრძნობენ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

სფფ-ის პრესსამსახური