მეგობრებო, სფფ-ის პრესსამსახური იწყებს 3 ოქტომბერს გასამართ სფფ-ის XXIV საარჩევნო ყრილობაზე მედიის აკრედიტირების პროცესს.
მედიაორგანიზაციებმა, სფფ-ის პრესსამსახურის სახელზე დაწერილი განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] - და მიუთითოთ ყრილობაზე მომუშავე ჟურნალისტების სახელი და გვარი და სამუშაო პოზიცია.
განაცხადების მიღება დაიწყო დღეს, 24 სექტემბერს და დასრულდება 30 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათზე.
აქვე გაცნობებთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. აკრედიტაციები გაიცემა კვოტირებულად და იქნება სახელობითი. ამიტომ, გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს ზემოთმითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
სფფ-ის პრესსამსახური