სიახლეები

რა მოხდა ქართველების ვიტესის თავს?

გაუზიარე

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ვიტესი ჰოლანდიის თასიდან გავარდა, გასვლაზე 1:4 წააგო ჰერაკლესთან. ძირითად დროში ვიტესი იგებდა, მაგრამ მსაჯი დაერია არნემელებს და სამი ფეხურთელი გაუძევა, მათ შორის, კაშიაც...კიდევ, მწვრთნელიც გააყოლათ გასახდელში.  ბოლო ხუთი წუთი ვიტესი რვა კაცით იყო და ვეღარ გაუძლო, ჰერაკლესმა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გაათანაბრა. 

დამატებით დროში კი ვიტესს არაქათი აღარ ჰქონდა და სამი გოლი გაუშვა - აქედან პირველი პენალტით. რაზე გააძევეს კაშია? მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს ხელით თამაშისთვის. ყაზაიშვილმაც ითამაშა, ორი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ვერ გაიტანა.

ილია ნანობაშვილი