სიახლეები

ქართული ლეგიონის ამბები

გაუზიარე

საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯაბა კანკავას რეიმსმა გასვლაზე 0:0 ითამაშა ანჟერთან. კანკავამ 90 წუთი დაჰყო მინდორზე და ჩვეულად დიდი სამუშაო გასწია და ასევე, თითქმის ტრადიცული   გაფრთხილებაც მიიღო. ეს ჯაბას მესამე მატჩი იყო რეიმსში, რომელიც ცხრილში მეოთხე ადგილზეა.   

საბერძნეთში გიორგი მერებაშვილმა ბოლო 25 წუთი ითამაშა. მერებაშვილის ვერიამ  1:1 დაასრულა შეხვედრა პანეტოლიკოსთან და მერვე ადგილზეა. ქართველი შემტევი აქტიური იყო და შესვლიდან სამ წუთში კარგი გარღვევის შემდეგ, ძელს მოარტყა ბურთი.

მერებაშვილს დიდი ნდობა არ აქვს მწვრთნელ გეორგიოს გეორგიადისისგან. უკვე გაჩნდა ინფორმაციები, რომ ქართველი იანვარში დატოვებს ვერიას, თუმცა ვნახოთ.

ლევან ყენიამ ჩეხეთის თასზე ითამაშა, სადაც მისმა სლავიამ უსტი ნად ლაბენთან სტუმრად 2:4 წააგო. ყენია პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, როცა სლავია 0:1 აგებდა. ქართველ შემტევს წელი ეტკინა და ამიტომაც შეცვალეს.

"არა მგონია, რაიმე სერიოზული იყოს, მაგრამ ხვალ მაინც შემამოწმებენ" - გვითხრა ყენიამ.

და გრძელდება გიორგი პაპუნაშვილის უთამაშებლობა. ვერდერის დუბლები 20 წლის ქართველის გარეშე 0:0-ზე გაეყარნენ ვიტცბურგერს. საუბარია გერმანიის მესამე ლიგის მატჩზე. 

ილია ნანობაშვილი