სოლომონ კვირკველია რუსული პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს gazeta.ru-ს ვერსიით. კვირკველიას რუბინმა 0:0 ითამაშა მოსკოვში დინამოსთან. სოლომონმა 90 წუთი გაატარა მინდორზე.
კვირკველიას თამამად ასახელებენ რუსული პრემიერლიგის ტოპ-მცველებს შორის. გასულ ტურშიც შეიყვანეს სიმბოლურ ნაკრებში და საქართველოს ეროვნულ გუნდშიც აშკარად ჩანს მისი საიმედოობა.
აღინიშნა ისიც, რომ კვირკველიამ დინამოსთან მატჩისას 12-ჯერ გამოიტანა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან და დაცვის ლიდერად მოგვევლინა.
ილია ნანობაშვილი