სიახლეები

გურამ კაშია – გოლებიც და სიმბოლურებიც

გაუზიარე

გურამ კაშია ორი პოპულარული ჰოლანდიური გამოცემის, "ტელეგრააფისა" და "ალგემეინ დაგბლადის" ვერსიებით გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს ჰოლანდიის ჩემპიონატის მეექვსე ტური იყო და ვიტესის კაპიტანმა კაშიამ გრააფსჰაპს გოლი გაუტანა. ექვს მატჩში სამი გოლი რომელ მცველს არ შეშურდება? მატჩი 3:0 დასრულდა და გურამის გარდა ვაკო ყაზაიშვილმაც გაიტანა, თუმცა ვაკო არ მოხვედრილა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში. 

კაშია არათუ ტურის, არამედ სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც ხშირად ხვდება და სასიამოვნოა, რომ ქართველი მცველი მორიგ სეზონსაც კარგად ატარებს. ის 2010 წლიდანაა ვიტესში და გუნდის ლიდერია. 

და კიდევ, ჰოლანდიაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ნაიმეგენის ფორვარდი კრისტიან სანტოსი გახდა. მან 12 ხმა მიიღო ჟურნალისტებისგან, მეორეზე კი გურამ კაშია გავიდა – 11 ხმა. 

ილია ნანობაშვილი