სიახლეები

კიკერის სიმბოლურში ჰუფნაგელიცაა

გაუზიარე

ფრაიბურგის 21 წლის ნახევარცველი ლუკას ჰუფნაგელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს პოპულარული გამოცემა `კიკერის~ ვერსიით. დედით ქართველი ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა, ფრაიბურგს კარგად შეეწყო. არადა, ეს არ იყო იოლი, რადგან მესამე ბუნდესლიგის უნტერჰახინგიდან გადავიდა და ბევრი ფიქრობდა, რომ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდებოდა.  

ჰუფნაგელს "კიკერმა" ის გოლი დაუფასა, რომელიც ბოლო წუთზე გავიდა. ფრაიბურგი შინ 1:2 აგებდა არმინიასთან და ლუკასმა ბოლო წუთზე გაათანაბრა. მან მხოლოდ ბოლო 30 წუთი ითამაშა და გოლის გარდა, სხვა მომენტებშიც კარგად ითამაშა. 

ილია ნანობაშვილი