სიახლეები

ცხადაძის გოლი ალბანეთში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა

გაუზიარე

ალბანური გამოცემა "პანორამა-სპორტი" აღნიშნავს, რომ გასულ ტურში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა. ფლამურტარის ქართველმა ფორვარდმა ვლაჟნიასთან თამაშისას პირველი ტაიმის ბოლოს შეაგდო და ანგარიში 2:0 გახადა, საბოლოოდ კი მატჩი ასეც დასრულდა. 

ცხადაძემ მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს ნახტომში შეაგება თავი. ბაჩანა ამ შეხვედრაში 77 წუთი იყო ნოედანზე, მისმა თანაგუნდელმა გიორგი ფოფხაძემ კი შეუცვლელად ითამაშა. ფლამურტარი სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა. ქართველებს სამ-სამი მატჩი მოუგროვდათ ალბანეთის ჩემპიონატში. 

ილია ნანობაშვილი