სიახლეები

კარგი დასაწყისი, მარცხი სპეციაში და გაგრძელება შინ ჩეხებთან

გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ძირითადი რაუნდი მარცხით დაიწყო. თამაზ კოსტავას გუნდი ქალაქ სპეციაში იტალიის ნაკრებს შეხვდა და დიდი ანგარიშით, 1:6 წააგო. 

არადა, მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო – მე-3 წუთზე სტუმრები გულნარა გაბელიამ დააწინაურა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა სრული უპირატესობა იგდეს ხელთ და ანგარიშსაც ამგვარი სახე მისცეს. იტალიის ნაკრები, მრისხანე მეტოქეა და სკუადრა აძურასთან გასვლითი მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდისთვის მძიმე აღმოჩნდა. საგულისხმოა ისიც, რომ იტალიელთა მთავარი მწვრთნელი სახელგანთქმული ანტონიო კაბრინია.

იტალია-საქართველო 6:1

18 სექტემბერი. სპეცია. "ალბერტო პიკო"


0:1 გაბელია (3), 1:1 კერნოია (13), 2:1 ჯულიანო (23), 3:1 მანიერი (42), 4:1 საბატინო (58), 5:1 გირელი (79), 6:1 გირელი (83)


იტალია:
ჯულიანი, ბარტოლი, კერნოია, გაბიადინი (გირელი 61), გამა, ჯულიანო, ჯუანი, მანიერი, როსუკი (პარისი 63), საბატინო (ჯაჩინტი 70), სტრაკი

მწვრთნელი: ანტონიო კაბრინი

საქართველო: ნადირაშვილი, ზაქაიძე (სხირტლაძე 58), პასიკაშვილი, კოჩმაზაშვილი, თოდაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე (ჩემინავა 71), ჭყონია, გაბელია, ტატუაშვილი, სუთიძე

მწვრთნელი: თამაზ კოსტავა

გაფრთხილება: პასიკაშვილი (42), ჭყონია (74), სხირტლაძე (78), ტატუაშვილი (90)

მსაჯი: ზუზანა კოვაჩოვა (სლოვაკეთი)

ხვალ, 22 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "მიხეილ მესხზე" უკვე ჩეხეთის ქალთა ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 19 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.

გაგაცნობთ დღევანდელ განრიგს:

"მიხეილ მესხის" სტადიონი

17:00 - საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში
18:30 - ჩეხეთის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - ჩეხეთის ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში.

ლევან ჯანეზაშვილი

გრძელდება საქართველოსა და ჩეხეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების 2015 წლის 22 სექტემბრის მატჩზე დასასწრები აკრედიტაციისთვის განაცხადების მიღება. აკრედიტაციის მისაღებად სპორტულმა ჟურნალისტებმა, სფფ-ს მედია დეპარტამენტის სახელზე, უნდა შემოიტანონ წერილობითი განაცხადი, დაბეჭდილი წარმომდგენი მედია-საშუალების ტიტულიან ქაღალდზე. გთხოვთ, განაცხადი გადმოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ასევე გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ, თუ რომელი კატეგორიის მედია აკრედიტაციის მიღება გსურთ:

პრესა;
ტელევიზია;
ფოტო;

სფფ-ს მედია დეპარტამენტში, მხოლოდ მითითებულ მისამართზე ([email protected]) შემოსული განაცხადები განიხილება და ყველას გადაეგზავნება ელექტრონული პასუხი.

აკრედიტაციები გაიცემა 2015 წლის 21 სექტემბერს 10:00-16:00 სფფ-ს ოფისში, ხოლო 17:00 – 20:00 მ. მესხის სახელობის სტადიონის მედია–ცენტრში.

სფფ-ის პრესსამსახური