ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორი ქართველი გამოდის – ყაზანის რუბინის მცველი საბა კვირკველია და კვიპროსული აპოელ-ის ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. სამწუხაროდ, გუშინ გამართული პირველი ტური ორივე მათგანისთვის წარუმატებელი გამოდგა.
რუბინი შვეიცარიაში 1:2 დამარცხდა იქაურ სიონთან. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.
აპოელ-მა კი ჯგუფის ფავორიტ შალკეს უმასპინძლა და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქეცბაიას გუნდი 0:3 განადგურდა.
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრები 1 ოქტომბერს გაიმართება. აპოელ სტუმრად დაუპირისპირდება ჩეხურ სპარტას, რუბინი კი ფრანგულ ბორდოს უმასპინძლებს. იმედია, ორივე შეძლებს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას.
ლევან ჯანეზაშვილი
გაუზიარე